Pages

Monday, March 19, 2018

ნოვიჩოკის“ შემქმნელი: სკრიპალი შესაძლოა თავად ბრიტანელებმა მოწამლეს

ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელის ლეონიდ რინკის განცხადებით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში რუსეთია დამნაშავე. ამის შესახებ მან "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.
ქიმიკოსის განმარტებით, ნამდვილი დივერსიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ვერავინ გადარჩებოდა." მისივე თქმით, რუსები რუსული წარმოშობის ნივთიერებას არ გამოიყენებდნენ.
რინკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს შეეძლო "ნოვიჩოკი" ან ანალოგიური ნივთიერება თავად დაემზადებინა და სკრიპალი მოეწამლა.
17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში არასდროს დაუმზადებიათ ქიმიური იარაღი კოდური სახელით "ნოვიჩოკი".
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას.
სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა
ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა. მოსკოვიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო კრემლმაც.
მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment