მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა, ეს მოსაზრება დღეს, სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაზე გამოითქვა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
"მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან გამოხატულია აქტიური რეფორმების სურვილი სასამართლო ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღეს აქ გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება. ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში და რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავაც დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება",- განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, შესაბამისი მზაობა გამოითქვა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან.
ამჟამად, საქრთველოში სულ 121 უვადო მოსამართლეა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment