Pages

Friday, March 30, 2018

თურქეთმა უარი თქვა მაკრონის შუამდგომლობაზე ქურთებთან


თურქეთმა უარი თქვა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შუამდგომლობაზე, რომელიც სთავაზობდა მედიატორობას ქურთებთან მოლაპარაკებისას. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზადაა თურქეთსა და ქურთებს შორის კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს. 
საფრანგეთის პირველი პირი უკვე შეხვდა ქურთების დემოკრატიული ძალების წევრებს, ისევე როგორც ქურთების მუშათა პარტიის წარმომადგენლებს.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, თურქეთსა და ქურთებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია, რადგან ერთობლივი ძალებით ყველა ტერორიზმს ებრძოლოს.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება. "ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ოპერაციამ თავის მიზანს მიაღწიოს, ეს კი რალ-რიფატზე კონტროლის დამყარების შემდეგ მოხდება"- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ტალ-რიფატი აფრინის სამხრეთით მდებარეობს და მას ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ. ერდოღანმა აშშ-ს მოუწოდა, რომ ქალაქ მემბიჯის გათავისუფლებაში თურქეთთან ითანამშრომლოს. 
18 მარტს ერდოღანმა განაცხადა, რომ  სირიის ქალაქ აფრინს თურქები სრულად აკონტროლებენ.
15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს. 
20 იანვარს, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment