Pages

Friday, March 16, 2018

გუდაურში დაშავებული ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ

გუდაურში მომხდარი ინციდენტისას მძიმედ დაშავებული ერთი პაციენტი თბილისში ღუდუშაურის სახელობის საავდმყოფოში გადმოჰყავთ. როგორც გაირკვა, ის ვერტმფრენით მოჰყავთ.
საბაგიროს, რომელიც გუდაურში რამდენიმე საათის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში ჩაუტარდა. ამის შესახებ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს.
საქმე ეხება საბაგირო „საძელეს“, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საბაგიროს ინსპექტირება კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაუტარა. ამის შესახებ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განაცხადა. 
"საბაგირო გასული წლის 22 დეკემბერს შევამოწმეთ. მაშინ საბაგირო იდეალურ მდგომარეობაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დროს ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ მონაცემებს. საბაგირო ისეთი ობიექტია, რომ თუ სწორი ექსპლუატაცია 
არ მოხდა, შესაძლოა, იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ დღეში მწყობრიდან გამოვიდეს. რაც შეეხება საბაგიროების ინსპექტირების პერიოდულობას, კანონის თანახმად, 1-დან 4 წლამდე პერიოდია. ყველაზე ხშირად კი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ტარდება ,“-აღნიშნა შელიამ. 
გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ენერგოპრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პირველივიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარის ამსახველი რამდენიმე ვიდეო ვრცელდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment