Pages

Friday, March 16, 2018

გუდაურში 11 მარტს საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა



მთის კურორტების განვითარების კომპანია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გუდაურში, საბაგიროების ელექტროსისტემის ავარიის შესახებ წერდა
"მოგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო სისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.
ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა" - წერია კომპანიის მიერ 5 დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
საბაგიროების მუშაობა 12 მარტს სრულად აღდგა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment