საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით საქართველოში საარსებო მინიმუმი მარტში 1.5 ლარით გაიზარდა და 176.9 ლარი შეადგინა.
შესაბამისად გაზრდილია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი: მარტში 156.7 ლარია, იანვარში 155, თებერვალში კი 155.3 ლარი იყო. საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 2.5 ლარით გაიზარდა და მარტში საქსტატის გათვლებით, 296.7 ლარია.
იანვარში ეს მააჩვენებელი 293.5, ხოლო თებერვალში 294,2 ლარი იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment