Pages

Monday, April 16, 2018

ქუმსიშვილი: 2017 წელი 5%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ

„2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“- ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცახდა.
ეკონომიკის მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა. „2017 წელს ჩვენ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან მართავდა.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 %-ით გაიზარდა.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა.
„აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა. 2017 წელსმიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment