Pages

Monday, April 2, 2018

2017 წელს შრომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო 47 ადამიანი დაიღუპა


სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს კვლავ შემაშფოთებელი იყო შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, თუმცა დადებითი ტენდენციაა ის, რომ ამ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი.
ომბუდსმენი ანგარიშში აღნიშნავს, რომ საზოგადოება ინფორმირებული არ არის თუ რა შედეგებით სრულდება სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე დაწყებული გამოძიებები.
როგორც "ლიბერალი" ანგარიშზე დაყრდნობთ წერს. 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში.
არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე.  საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ პროკურატურას. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment