Pages

Monday, April 2, 2018

ბათუმის პორტის თანამშრომელები დირექტორის გადადგომას ითხოვენ


ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობასაც იწყებს.
''სანამ დირექტორი არ გადადგება, ჩვენ შიმშილობას არ შევწყვეტთ. ვიდგეთ დღის ბოლომდე, სანამ შევძლებთ. შემდეგ მორიგეობა დავაწესოთ. ჩვენ 6 კაცი მარტოც ვიქნებით, პრობლემა არაა, მაგრამ უმჯობესია ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ'' - მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ბათუმის პორტში დასაქმებულები ირწმუნებიან, რომ  დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესი ფარულად მიმდინარეობს. სამსახურის გარეშე კი დაახლოებით 30 მოქალაქე დარჩება.  
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მენეჯმენტს თანამშრომლებთან განმარტებები არ გაუკეთებია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment