საქართველოში 150 186 ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრებს, ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 ათას ბავშვი 1-დან 5-მდე წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 ჩვილია.
ანგარიშში წერია, რომ "ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გაიყვანეს".
სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ. საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება.
60 000-დან 65 000 ქულამდე - 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც „UNICEF" რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით.
ანგარიშში ასევე წერია: ''749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა".
სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment