Pages

Tuesday, April 3, 2018

რუსმა ჩინოსანმა პეტერბურგელს ტერაქტის იუბილე მიულოცა


სანქტ-პეტერბურგში "ბალკანსკის" მუნიციპალიტეტის საბჭოს ხელმძღვანელმა საველი ლებედევმა პეტერბურგის მეტროს ტერაქტის წლის თავთან დაკავშირებით, ერთ-ერთ დაშავებულთან მივიდა და იუბილე მიულოცა. ვიდეოს ტელეკომპანია "78" აქვეყნებს.
ყვავილების გადაცემის დროს, ლებედევმა ქალს იუბილარი უწოდა. "ნუ იუბილარი არამგონია...მოვლენა მართალია სევდიანი იყო", - უპასუხა ქალმა. "შეუმჩნევლად ვერ დავტოვებდი ამას, ბებია და ბაბუა რომელიღაც საკონცენტრაციო ბანაკში დამეღუპნენ", - უპასუხა დეპუტატმა. 
მოგვიანებით დეპუტატმა თქვა, რომ ტერაქტს გადარჩენილი ქალის სახელი ვერ გაიხსენა და ამასთან 2 აპრილს ქალმა ის დაბადების დღეზე დაპატიჟა, შესაბამისად ფაქტობრივი შეცდომა არ დაუშვია. 
2017 წლის 3 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მეტროში  ტერაქტი მოხდა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. აფეთქება ყირგიზეთის მოქალაქემ აკბარჟონ ჯალილოვმა განახორციელა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment