Pages

Tuesday, April 10, 2018

სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი კარტოფილის ახალი კლონების გამრავლებაზე მუშაობს


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში კარტოფილის ახალი კლონების გამრავლებაზე მუშაობს.
კარტოფილის ადგილობრივი, ინტროდუქცირებული ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ახალი კლონების გამრავლება, ქსოვილის კულტურის (ინ ვიტრო) მეთოდით მიმდინარეობს.
კარტოფილის უვირუსო მინიტუბერების (SEEE) მიღების მიზნით, ლაბორატორიის თანმაშრომლებმა სათბურებში 8000-ზე მეტი სინჯარის მიკრომცენარე დარგეს.
ვეგეტაციის განმავლობაში, მეცნიერები კარტოფილის ახალი კლონების ზრდა-განვითარების თავისებურებებს შეისწავლიან, რომელიც კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
მონაცემები სტატისტიკურად დამუშავდება, მიღებული შედეგები კი, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში „Highly Interactive Data Analysis Platform“ განთავსდება.
სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრამის ფარგლებში „თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა“ ხორციელდება
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment