პროფკავშირების გაერთიანება მინდელის სახელობის შახტის დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე მაინც, დახურვას ითხოვს. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ასევე შახტში არსებული ვითარება. საკითხის მოკვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან”-განუცხადა პირველ არხს დოლაბერიძემ.
ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაუღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment