Pages

Sunday, April 22, 2018

ლონდონის მუზეუმის ექსპონატებს ნაცისტებს მაღაროებში უმალავდნენ

მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონის ნაციონალური მუზეუმის ექსპონატები ისეთ ადგილას უნდა დაემალათ, სადაც მათ ვერავინ მიაგნებდა და არც დაზიანდებოდა. როგორც 1940 წელს უინსტონ ჩერჩილმა თქვა: "დამალეთ ისინი გამოქვაბულებსა და სარდაფებში, მაგრამ ისე, რომ არცერთმა ნამუშევარმა კუნძული არ დატოვოს". 
სად უნდა დაემალათ ნახატები ისე, რომ არც დიდი ბრიტანეთი დაეტოვებინა მათ და არც ნაცისტების ბომბით განადგურებულიყვნენ? ეროვნული მუზეუმის ცნობილი კოლექცია ომის დროს ჩრდილოეთ უელსში, ქალაქ მანოდში ფიქალის მაღაროში დამალეს.
BBC-ის ცნობით, ფიქლის მაღაროში ინახებოდა მიქელანჯელოს, რუბენსის, რემბრანდტის და სხვათა ნამუშევრები.
ექსპონატების დაკარგვისა და განადგურების საფრთხის გამო, საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში დაცული 3600 ნამუშევარი ასევე საიმედოო ადგილას გადამალეს. მათ შორის "მონა ლიზას", ქვეყნის მასშტაბით, ხუთჯერ შეუცვალეს ადგილი, რათა ნაცისტებს მისი კვალისთვის ვერ მიეგნოთ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment