დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიცია მიიჩნევს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ჯაშუშმა მოწამლა, რომლის კოდური სახელი გორდონია. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 54 წლისაა და გორდონის გარდა ის მიხაილს სავიცკისის სახელს და კიდევ 2 ფსევდონიმს იყენებდა.
როგორც გამოცემა წერს, გორდონი რუსეთში უკვე დაბრუნდა და მის დაკითხვას ვერასდროს შეძლებს. ამასთან, დეტექტივები მიიჩნევენ, რომ სკრიპალების მოწამვლაში სულ 6 ადამიანი მონაწილეობდა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment