Pages

Tuesday, April 17, 2018

მარგველაშვილი კახიშვილსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კახი კახიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“, მიესალმება მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას შეხვედრასთან დაკავშირებით.
მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანმხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კახიშვილი ამბობს, რომ ასი პროცენტით ვერ იტყვი, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფლდება, დანაშაულს აღარ ჩაიდენს და უკან არ დაბრუნდება. თუმცა, ადამიანი კარგად უნდა შეისწავლო, როდესაც მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებ. 
მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების პროცესში ყველა ობიექტური გარემოება უნდა იყოს შესწავლილი.
"როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულთან გვაქვს, ყველაზე კარგი შეფასების კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა“, – დასძინა კახიშვილმა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განმარტება გააკეთა ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ, რომელიც წარსულში სწორედ პრეზიდენტმა შეიწყალა.  პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, ამ თემაზე განმარტება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა.
ამ ფაქტის გახმაურებას ოპოზიციასა და უმრავლესობაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ევროპულმა საქართველომ ფემიციდთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ორი ინიციატივა წარადგინა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment