ფრანგული კომპანია Short Edition-მა შექმნა მოწყობილობა, რომელიც პატარა ისტორიებსა და კომიქსებს ადგილზევე ბეჭდავს. მოწყობილობას სამი რეჟიმი აქვს, რომლებიც განსაზღვრევნ თუ რა დრო სჭირდება ნაბეჭდის წაკითხვას - 1, 3 თუ 5 წუთი. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
Short Edition-ის კატალოგში ინგლისურ და ფრანგულ ენებზე 100 000-მდე ისტორიაა. ისტორიების ავტორები თავად ამ გამომცემლობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები წერენ.
მოწყობილობა სხვადასხვა ჟანრის ისტორიებს ბეჭდავს, მათ შორის ზღაპრებსაც.
კომპანია Short Edition-ის ერთ-ერთი ინვესტორი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment