სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „აგარის შაქრის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ დავა, რომელიც მიმდინარეობს, დასაქმებულებსა და კერძო კომპანიას შორისაა.
"ჩვენ თვალს ვადევნებთ აგარის ქარხნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კერძო დავა, ძალიან რთულია ჩვენი ჩართულობა მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის მისი მნიშვნელობა და ვითარების სიმძიმე. ჩვენ განვიხილავთ, სად შეიძლება ჩაერთოს სახალხო დამცველი და რა შეიძლება იყოს მისი როლი იმ პროცესში, როდესაც დავა რეალურად კერძო სუბიექტებს შრომის მიმდინარეობს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს „აგარის შაქრის“ თანამშრომლები შეიკრიბებიან, სადაც 15:00 საათზე საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას“ გაიმართება. „აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ. ისინი თბილისის შემოსასვლელთან, ჰიპერმარკეტ „კარფურთან" გაჩერდნენ და ორდღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ.
აგარაში ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
დასაქმებულები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. ბოლო 2 წელია, ქარხანა პერიოდულად ჩერდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment