Pages

Friday, April 20, 2018

მამუკა ბახტაძე ხვალ ბილ გეიტსს შეხვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე 2021 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას ვარაუდობს. მინისტრის ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალისა და ღრმაწყლოვანი პორტის პროეტების გახირციელებაში მსოფლიო ბანკი აქტიურად აპირებს ჩარევას.
თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან და ევროკავშირთან -  ეს იყო ერთერთი მთავარი საკითხი ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ქართულ ჩინური საწარმოები ამოქმედდეს.
მათი შექმნილი პროდუქცია კი რეალიზებისთვის ევროკავშირის ბაზარზე გავა. მამუკა ბახტაძეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან,სადაც მთავარი აქცენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.
ხვალ ფინანსთა მინისტრი კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეიტსს შეხვდება.
მამუკა ბახტაძე აშშ-ში 18 აპრილს გაემგზავრა.
imeidnews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment