Pages

Tuesday, April 3, 2018

ტურისტების მატების გამო, "ახალციხის ციხეზე" მუშაობის განრიგი შეიცვალა

"ახალციხის ციხეზე", დამთვალიერებლების რაოდენობის მატების გამო, შეცვლილი განრიგით იმუშავებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ციხეზე სამუშაო საათების რაოდენობა გაიზარდა. თუ აქამდე ციხის ზედა ტერიტორიაზე მუშაობა დილით 09:00 საათზე იწყებოდა და 18:00 საათზე სრულდებოდა, ახლა 18:00 საათის ნაცვლად ციხე 19:00 საათამდე იმუშავებს.
უცვლელი დარჩა სამუშაო საათები სამცხე–ჯავახეთის ეროვნულ მუზეუმში. ადმინისტრაცია აქ მუშაობას 09:00 საათზე იწყებს და 18:00 საათზე ასრულებს. 
„სამუშაო საათების რაოდენობას ტურისტების მატებასთან ერთად ყოველ წელს ვცვლით. ყოფილა შემთხვევა, რომ საღამოს სამუშაო განრიგი 20:00 საათამდეც გადაგვიწევია“, – აცხადებენ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში და ამატებენ, რომ გაზრდილი სამუშაო განრიგით ტურისტული სეზონის დასრულებამდე იმუშავებენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment