სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩვილი ბავშვის ცხედარი ტყაბლაძეებისოჯახში ნახეს.
როგორც ოჯახის დიასახლისი imedinews-თან ამბობს, ახალშობილის ცხედარი ოჯახში სავარაუდოდ ძაღლებმა შემოიტანეს. რადგან მისივე თქმით, ძაღლები გამუდმებით ჰყეფდნენ და კატებს ახლოს მოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
მისივე თქმით, სახლიდან გამოსულებმა როგორც კი ახალშობილი დაინახეს, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა. ადგილზე მოსულებს ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. თვითმხილველის თქმით, როგორც გაირკვა ჩვილი არასრული იყო. ის ბალიშის ჩასადებში იყო გახვეული, რომელიც სავარაუდოდ კატებმა შეამოაძრეს და იქვე ეგდო. ჩვილს არც ჭიპლარი ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზარხმკვლელობას გულისხმობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment