Pages

Saturday, April 14, 2018

გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟება

გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები ზაფხულში დამონტაჟდება. ამის შესახებ Knews-ი მუნიციპალიტეტის მერზე, არჩილ ხანდამაშვილზედაყრდნობით წერს.
მერის თქმით, 84 რადარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება.
რადარები დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც დაჯარიმდებიან. 
„ამ მიმართულებით მიმდინარეობს პროცედურული სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. რადარები განთავსდება ცენტრალურ მაგისტრალზე“, - თქვა ხანდამაშვილმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გურჯაანში შუქნიშნების დამონტაჟებაც იგეგმება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment