ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა მაისში გაიმართება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ციხელაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტატუნაშვილის საქმე იქნება.
"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე დაფუძნებით წარიმართოს იმგვარად, რომ გამოიკვეთოს პირთა ჯგუფი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტატუნაშვილს ცხედარს ზოგიერთი ორგანო ამოცლილი აქვს, რის გამოც ექსპერტიზა ჭიანურდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment