იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეიქმნება ერთიანი ეკლესია, სახელმწიფო არ მიუთითებს საზოგადოებას როგორ გადაიწეროს პირჯვარი და რომელ ტაძარში მივიდეს. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა.
"ჩვენ არ ვერევით საეკლესიო საქმეებში. ახალი ეკლესია არ იქნება სახელმწიფო ეკლესია. მე ამას ხაზს ვუსვამ და ვადასტურებ”- განაცხადა პოროშენკომ
სახელმწიფო მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოქალაქეები შემდეგაც შეძლებენ ნებისმიერი ტაძრის ვიზიტსა და ლოცვას, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.
"სახელმწიფო ლიდერებისა და ხელმძღვანელების მხრიდან არავინ არ მიუთითებს საზოგადოებას როგორ გადაიწეროს პირჯვარი, რომელ ტაძარში მივიდეს, როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეკლესიური პროცედურები, თუმცა არსებობს მართმადიდებლური ტრადიცია-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ერთ ეკლესია უნდა იყოს“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
17 აპრილს,პეტრო პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე წერილი უკვე გაუგზავნა, რასაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
19 აპრილს, უმაღლესი რადის დეპუტატებმა განკარგულების პროექტი მიიღო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივას უჭერს მხარს.
ამჟამად არსებობს 15 ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოს, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის და ელადის (ბერძნული) ეკლესიები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment