Pages

Wednesday, April 18, 2018

ფოფხაძე: სასურველია, უმრავლესობის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დეპუტატის თქმით, ივანიშვილს დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ფოფხაძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
„შეიძლება, რაღაც საკითხების უტრირება ხდებოდეს, მაგრამ საერთო პოზიცია ფორმირდება იმით, რომ ჩვენ უნდა მოგვეცეს სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით, ეს არის სწორი ფორმა. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ რა პროცედურებია საჭირო. რაც შეეხება უკმაყოფილებას, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს, ამაზე სხდომაზე შესვლამდე შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა და პოზიციაზე შევჯერდეთ. ერთადერთი დისციპლინა, რომელსაც უნდა დაემორჩილნონ დეპუტატები, არის ქვეყნის და ხალხის ინტერესები. დომინანტი არ უნდა იყოს დისციპლინაზე საუბარი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, 19 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა პარლამენტის ქუთაისის შენობა შედგება.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment