Pages

Wednesday, April 18, 2018

ერევანში მომიტინგეებს მერიის შენობა აქვთ ბლოკირებული. ფოტოკოლაჟი

ერევნის ცენტრალურ ქუჩებში ოპოზიციის მსვლელობა გრძელდება. მომიტინგეები ამჟამად მერიასთან არიან შეკრებილები. როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მონიტინგეებს შენობა აქვთ ბლოკირებული. ამავდროულად, გადაკეტილია მერიამდე მისასვლელი გზებიც.
გეგმებზე ლიდერები, ჯერჯერობით, არ საუბრობენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ძირითადი საპროტესო აქცია. ამავდროულად, აქციის მონაწილეებმა მიიღეს მესამე გაფრთხილება სამართალდამცველებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქმედებები უკანონოა.
ცოტა ხნის წინ, რუსულმა მედიამ სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ 66 მომიტინგე დააკავა. 
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა
ოპოზიციის ლიდერებმა გუშინვე მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდეს.  წინა დღეების განმავლობაში საფრანგეთის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას  სულ ცოტა 46 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ აქციის 30-მდე მონაწილე დააკავა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment