Pages

Thursday, April 12, 2018

CNBC - აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა

აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა, - ამის შესახებ ტელეარხი CNBC ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

წყაროს ინფორმაციით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ორი სამხედრო აეროდრომი, კვლევითი ცენტრია, სადაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის დამზადება ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად მდებარეობს გეოგრაფიულად ეს ობიექტები არ ვრცელდება.

CNBC-ის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ „სირიის არმიამ საჰაერო რესურსის მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის მიერ კონტროლირებად აეროდრომებზე გადაიყვანა“. 


https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო უარყოფს ამგვარ ბრალდებებს. 
დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment