Pages

Thursday, April 12, 2018

ქართველი გამომგონებელი მოსწავლეები NASA-ში მიემგზავრებიან


ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ისპროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-სსაგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
გამარჯვებულმა გუნდა სამი რობოტი წარმოადგინა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდებს დამოუკიდებლად, ლაბორანტის დახმარების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. მოწყობილობა როგორც ხმით, ისე დისტანციურად იმართება, ადაპტირებულია და მორგებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებზე.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

"პირველი რობოტი სიმკვრივის დადგენაზე მუშაობს, მეორე რობოტი მხაზველია, რომელიც დამკვეთის სურვილის მიხედვით ელექტრულ წრედებს ხაზავს. მოსწავლეს შეუძლია სახლში სპეციალურ პროგრამაში ააწყოს სქემა და რობოტს გაუგზავნოს, რომელიც მას სამონტაჟო სქემად გამოიყენებს და მესამე რობოტს გადასცემს. მეორე რობოტი ვერცხლის კალმით ხაზავს, რადგან ვერცხლი გამტარია და მესამე რობოტი ელექტრულ წრედებს აწყობს", - განუმარტა On.ge-ს გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანი თეთრაშვილმა.
ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge
პროექტის მიზანი, კვლევისა და ექსპერიმენტის გზით დისტანციური სწავლების დანერგვაა. მოწყობილობას შესაძლებლობა აქვს გამოითვალოს და შეასრულოს კონკრეტული დავალებები, რომელსაც მოსწავლეები მას სახლიდან სპეციალური პროგრამის დახმარებით მისცემენ. რობოტი ლაპარაკობს და მიმდინარე ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლის კითხვებს პასუხობს.
"ჩვენი ლაბორატორია ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. დღემდე ბევრი სკოლა ლაბორატორიებით აღჭურვილი არ არის, ხოლო იქ, სადაც მოწყობილობებია, მოსწავლეებს ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარების საშუალება არ აქვთ", - განმარტავენ გამარჯვებული მოსწავლეები.
გამარჯვებულებთან ერთად, გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც მათთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები გადაეცათ.
მეორე ადგილი ვანის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათი გამოგონება საქართველოში ხანძრების სერიას უკავშირდება და მეხანძრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოსწავლეებმა შექმნეს მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით.
ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge
"ტანსაცმელში, რომელიც მეხანძრეებს აცვიათ, მხოლოდ სტატიკური დაცვაა გამოყენებული, რაც გულისხმობს ტანსაცმელს, რომელიც არ იწვება. ჩვენ გამოვიგონეთ ტანსაცმელი, რომელიც მეხანძრის სხეულამდე მაღალი ტემპერატურის მისვლას ხელს შეუშლის. ეს მეხანძრეებს ეფექტურად მუშაობის საშუალებას მისცემს. აღნიშნულ ტანსაცმელს მეხანძრის დაცვა 20 წუთზე მეტი დროის განმავლობაში შეუძლია", - განუმარტეს On.ge-ს მოსწავლეებმა.

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

2018 წლის ინოვაციების კონკურსში ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი გიმნაზია AIA GESS-იმ მოიპოვა. გარდა იმისა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებსNASA-ს საგზური ერგოთ, საკონკურსო მესამე ადგილიც დაიკავეს, ამჯერად ეკოლოგიური პროექტით. გამოგონების მთავარი მიზანი ჰაერის დასუფთავებაა.
ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge
"როცა საუბარია ჰაერის დასუფთავებაზე, ყოველთვის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას ვგულისხმობთ. ჩვენ ჰაერის მავნე მიკროორგანიზმებით დაბინძურებით დავინტერესდით. მაგალითად, ბაქტერიებით, ვირუსებით. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს არ შეგვიქმნიდა, კარგად იმუშავებდა და ენერგოეფექტური იქნებოდა. ასე შევქმენით ჩვენი წყლის ფარი", - ამბობენ მოსწავლეები.
მათი თქმით, მთავარი სამიზნე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შიდა სივრცეებია.
"ცნობილია, რომ აეროპორტი წითელი წერტილია, საიდანაც ეპიდემიის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამ გამოგონებით ჩვენ გავავრცელებთ ისეთ ჰაერს, როგორიც არის ჩანჩქერებთან, ზღვის სანაპიროებთან. ჭარბად დამუხტული წყალი მიკროორგანიზმების გასანადგურებლად ჯერ არავის გამოუყენებია", - ამბობენ მოსწავლეები.
საპრიზო ადგილების გარდა, გამოვლინდა გოგონების გუნდი, რომლებიც გოგონების საერთაშორისო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. ბანაკი იმ გოგოებისთვისაა, რომლებსაც აინტერესებთ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, დიზაინი და მათემატიკა. ბანაკის პრიზით გიმნაზია AIA GESS-ის მოსწავლეებმა მოიგეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ AIA GESS-ის მოსწავლეებმა ინოვაციების კონკურსში ორი წლის წინაც გაიმარჯვეს. 2016 წელს გუნდმა "სოლარი" მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგინა.
კონკურსის ფინალში ჟიურიმ 12 გუნდი გადაიყვანა. 12 ფინალისტმა ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულისა და თბილისის სკოლებიდან, დაჯილდოვების დღეს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები წარადგინა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამი წელია ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა "Smart Kids" მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
on.ge

No comments:

Post a Comment