ზუგდიდის მუნიციpალიტეტის ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანასშესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა.
ამის შესახებ ინფორმაია imedinews-ს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, მძიმე ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 3 მოსწავლე შემოიყვანა. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და რჩებიან საავადმყოფოში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, როგორ უნდა მოიხმაროს მოქალაქემ ის პრეპარატები, რომლითაც მწერი უნდა განადგურდეს.
ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას - სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის;
-სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში;
-სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება
-გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები;
ნებისმიერი სადეზინსექციო საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა:
-არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე;
-აკრძალულია პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა და საკვების/წყლის მიღება;
-პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
-დაუშვებელია პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება;
ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს;
საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ:
1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“
2.,,K-Othrine SC 50“
3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“
4.,,დიხლოფოსი ეკო"
5.,,Insecticida Mugal Forte“
6.„სახლის პროშკა გელი“
7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“
8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ
9.,,სოლფისანი“
imedinews.ge
No comments:
Post a Comment