Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი შეიძინა. მიზეზი კონცერნის ხმოვანი ასისტენტის, Cortana-ს ჟღერადობაა. ამის შესახებ Gizmodo წერს.
ტექნოლოგიურ გიგანტს სურს ხმოვანი ასისტენტის საუბარი ადამიანის საუბართან მიახლოებული იყოს. ამისთვის Microsoft-მა Semantic Machines-სთან დაიწყო თანამშრობლობა.
გასული წლის განმავლობაში Microsoft-მა არაერთხელ სცადა Cortana-ს უნარჩვევები გაეუმჯობესიბინა, რაც ადამიანსა და რობოტს შორის დიალოგს მეტად ეფექტურს გახდიდა.
აღსანიშნავია, რომ Windows 10 ლეპტოპებზე უკვე გამოჩნდა Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa. მას ახალი თაობის ნოუთბუქებში Acer-ი გამოიყენებს, რაც შეეხება HP-ს, ამ ფირმამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახალ კომპიუტერში Amazon-ის Alexa გამოიყენა.
რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ხმოვან ასისტენტებს შორის კონკურენცია თანდათან უფრო მძაფრდება და ამ მიმართულებით ბრძოლა მეტად კონკურენტუნარიანი ხდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment