Pages

Sunday, May 20, 2018

ქართულმა სტარტაპმა შვეიცარიული კომპანიიდან $50000 პირველადი ინვესტიცია მოიზიდა


ქართულმა სტარტაპმა QuickCash FINTECH-მა შვეიცარიულ აქსელერატორ ფონდ Seedstars-გან 50 000 დოლარის პირველადი ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების მეორე ეტაპი მოიცავს 350,000 დოლარის ინვესტიციას. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყაზახეთის ბაზარზე კომპანია QuickCash-ის გაფართოების შესახებ AIFC-თან (Astana International Financial Center) მოლაპარაკებები მიმდინაროებს. 
“ჩვენი მიზანია ყაზახეთის ბაზრის გარდა, ევროკავშირის ბაზერზე შევიდეთ, სადაც ამ წელს ძალაში შესული PSD2 (Revised Payment Service Directive) ევროკავშირის დირექტივა კიდევ უფრო გაამართივებს API-ს საშუალებით სხვა და სხვა ბანკთან ჩვენს თანამშრომლობას", – თქვა Qcash-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ რუსიშვილმა.
qcash.ge ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს. მათი პლატფორმის გამოყენებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ გაიარონ კრედიტუნარიანობის შეფასება ონლაინ და დაიმტკიცონ საკრედიტო ხაზი 5 წუთში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment