Pages

Sunday, May 20, 2018

H&M-ი თბილისში მეორე მაღაზიას ხსნის

ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M) ქართულ ბაზარზე ფართოვდება და ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. “გალერია თბილისის" შემდეგ, H&M-ის მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში", 31 მაისს გაიხსნება. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში გასული წლის ნოემბერში გაიხსნა. 
H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად "ქალის"-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment