Pages

Wednesday, May 23, 2018

საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის

2016 წლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია მოძრაობს, ხოლო ქვეყნის ჰაერის დაბინძურების 71% ავტომობილებზე მოდის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომლის შესახებაც პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფში მსჯელობენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, 2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის აპრილის პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში – მიკროავტობუსების 40%. 
"იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111–ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში. 
აუდიტის პერიოდი 2015 წლის 1–ლი იანვრიდან 2017 წლის 1–ელ ოქტომბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment