გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მაისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა იქნება, თუმცა საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 5 – 7 მაისს ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება. interpessnews.ge
No comments:
Post a Comment