ქედაში ავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს
ქედაში ავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ქედის მიმართულებით მოძრაობდა რა დროსაც ავარია მოხდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე იმყოფება და სამართალდამცველების მიერ მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. interpressnews.ge
No comments:
Post a Comment