გიგანტურმა კაკტუსმა 92 წლის პენსიონერი იმსხვერპლა. საფრანგეთის ქალაქ ლე-კანეს მკვიდრს, 92 წლის ქალს მცენარე თავზე დაეცა. ის მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს
ტრაგიკული შემთხვევა მონაკოში მოხდა, სადაც ქალი დასასვენებლად იმყოფებოდა. გიგანტური მცენარე მას სასატუმროს კიბეზე სეირნობისას დაეცა.
მასთან ერთად მყოფმა 60 წლის კაცმა და 50 წლის ქალმა ტრავმები კი მიიღეს. მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment