Pages

Thursday, May 3, 2018

პროფესიული გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“-ის ფარგლებში პროფესიული გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება.
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადამზადების მსურველებს სასწავლო კურსის საფასურს მერია დააფინანსებს.
რეგისტრაცია 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის პირს შეუძლია. მთავარია, რომ მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში.
შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment