Pages

Friday, May 4, 2018

ცაგერში ნაპოვნი დათვის ორი ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ორი ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა, - ამის შესახებ ინფირმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბელები ცაგერის მუნიციპალიტეტის ზედა ორბელში მცხოვრებმა ტყის პირას იპოვა. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა. 

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს. ბელებს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდათ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მურა დათვის ბელები, ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
intelpressnews.ge

No comments:

Post a Comment