ბორჯომში, ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინტერესის გამოხატვა გამოაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
პარკის განვითარებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციაზე წინადადებების მიღება 28 მაისამდე გაგრძელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ბაკურიანის პარკის ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება ღობეები, გარე პერიმეტრის და პარკამდე მისასვლელი გზა, მოეწყობა საპარკინგე და საჯარო სივრცეები. პარკში გაკეთდება სპორტული მოედანი, სკამები, განათების ბოძები, დამონტაჟდება ნაგვის ურნები; გაკეთდება კომერციული ზონები, კაფეები და აშენდება ადმინისტრაციული შენობა. ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი ტუალეტების რეაბილიტაცია და ახლების მოწყობა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment