ბათუმში ახალი, ლურჯი ავტობუსები მოსახლეობას აგვისტოდან მოემსახურებიან. ავტობუსების ფერთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი ლურჯ ფერს დაუჭირა. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" წერს.
როგორც ირკვევა, გამოკითხვის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ავტობუსის ფერებად აერჩიათ თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ლურჯი.
სულ გამოკითხვაში 4000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 53%-მაც ლურჯი ფერი მოიწონა.
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდა. პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევროა გამოყოფილი. აქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკისგან აიღო.
imedinews,ge
No comments:
Post a Comment