Pages

Monday, May 28, 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა სოფიო კილაძესთან შეხვედრას დათანხმდა


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მზადაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შეხვდეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს სოფიო კილაძის შეთავაზების საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ის მზადაა შეხვდეს დეპუტატს, თუმცა შეხვედრას მისი უფლებადამცველებიც უნდა დაესწრონ. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
"მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მმართველი გუნდიდან იქნება, სხვა პოლიტიკური პარტიიდან თუ უბრალო საქართველოს მოქალაქე იქნება. ოღონდ, უნდა შევხვდე ჩემს უფლებადამცველებთან, ქალბატონ ნესტან ლონდარიძესთან და ზვიად კუპრავასთან ერთად", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს მოკლული მოზარდის მამას შეხვდეს.
გუშინ ზაზა სრალიძის ორგანიზებით პარალემენტის წინ აქცია "ნუ მოკლავ" გაიმართა. მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასშტაბური აქციები დააანონსეს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 
მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment