Pages

Saturday, May 26, 2018

რამდენი ლარის გადახდა მოგიწვთ ყოველთვიურად სესხის დასაფარად შემოსავლის მიხედვით


ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი წარმოადგინა, რომელშიც სესხის დაფარვის წესის ცვლილებებია მოცემული. დოკუმენტი ჯერ სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესშია და შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებიც კი შევიდეს, თუმცა მან უკვე დაიმსახურა სფეროს ექსპერტების არაერთგვაროვანი შეფასებები და მიმოხილვა.
ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, საბანკო ახალი რეგულაციების დეტალებს განმარტავს.
დებულებაში დადგენილია სესხის გაცემის კრიტერიუმები, რომელთა შესრულებაც სავალდებულო გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის და მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე (შემდგომში: მსესხებელი), გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.
არსებითი ცვლილებები, რომელიც ამ დებულების მიხედვით უკვე 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, შემდეგია:  იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 20 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის _ 4 წელი. იპოთეკური სესხის შემთხვევაში სესხის გამცემი ორგანიზაციის მხრიდან სავალდებულოა ხორციელდებოდეს მიზნობრიობის კონტროლი გონივრული პერიოდულობით;.
მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის მიხედვითაც 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის ქონის შემთხვევაში კონკრეტული მსესხებლისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15%-მდე დაიწევს, რის შედეგადაც თუ კონკრეტულ პირს 500-ლარიანი შემოსავალი აქვს, სესხის დაფარვაზე მსესხებელი ყოველთვიურად 75 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს;
500-დან 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20%-ს გაუტოლდება, შესაბამისად, თუ თქვენი თვიური შემოსავალი 700 ლარია, თქვენი ყოველთვიური დასაფარი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 140 ლარს.
 სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი იზრდება შემოსავლის შესაბამისად და შემდეგია: 1000-დან 2000-ლარიან ყოველთვიურ შემოსავალზე იხდით არაუმეტეს 25%-ისა; 2000-4000 ლარის შემოსავლის დროს 30%-ს; 4000-8000 ლარის შემთხვევაში 35-ს%; ხოლო თუ თქვენი შემოსავალი 8000-დან 16 ათას ლარამდე მერყეობს, თქვენი სესხის მომსახურების კოეფიციენტი 40% უნდა იყოს; რაც შეეხება 16 000 ლარის ზევით შემოსავალს, აქ აღნიშნული კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 50% გახლავთ. ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში სესხის მომსახურების კოეფიციენტი  მაქსიმალური მაჩვენებელი ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში სესხის მომსახურების კოეფიციენტი, მაქსიმალური მაჩვენებელი =16,000 50% დებულებაში მითითებულია ისიც, რომ მისი ამოქმედების შემდგომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ეკრძალებათ დაკრედიტების პროცესში მოქმედი რაოდენობრივი/სტატისტიკური მეთოდოლოგიის შემდგომი გამოყენება სებ- ის მხრიდან მათზე თანხმობის მიღების გარეშე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment