ავტობუსის, ტრაქტორის და ლუდის რეზერვუარის შეჯახებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა უგანდაში გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაღულუპებს შორის 16 მოზარდი და 3 ბავშვია. არიან დაშავებულებიც.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ უგანდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცვი დიდია. ქვეყანაში ყოველწლიურად 20 000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, შედეგად კი დაახლოებით 2 000 ადამიანი იღუპება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment