გამოცემა TJournal-მა მიაქცია ყურადღება იმას, რომ მრავალმა რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი Facebook-ის დირექტორობას გეგმავს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ამას არ აპირებს. The Washington Post-თან მცირე ინტერვიუში, კლინტონს ჰკითხეს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობას ისურვებდა. "Facebook. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმაა. ჩვენ იქ შეგვიძლია ვიკითხოთ მრავალი ინფორმაცია, ყალბიც და ნამდვილიც. იმედი მაქვს, სოციალური ქსელი მის ამჟამინდელ პრობლემებს მოაგვარებს", - თქვა ჰილარი კლინტონმა.
2017 წლის შემოდგომაზე, Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ გამოავლინა და დაბლოკა „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (რუსული „ტროლების ფაბრიკა“) ექაუნთები, რომელსაც შეეძლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. სოცქსელის მონაცემებით, „ტროლების ფაბრიკის“ პოსტები ამერიკული პოლიტიკის შესახებ ნახა ფეისბუკის 126-მა მილიონმა მომხმარებელმა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment