აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის დასკვნის თანახმად, 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში მხოლოდ 10 მძღოლზე 622 ჯარიმა გამოიწერა, რომელიც 805.72 ათასი ლარის ოდენობისაა.
მათ შორის, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 92.4% ანუ 546 ჯარიმა (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.აუდიტის თანახმად, მაგალითად N1 მძღოლს 2017 წელს 127 ჯარიმა გამოუწერეს. აქედან, 120 შემთხვევაში ჯარიმა ალკოჰოლური სიმთვრალის გამოა გამოწერილი.
მძღოლი N2 2013-2017 წლებში (1 დეკემბრამდე) დაჯარიმებულია 108-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 151 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც მხოლოდ 4-ია გადახდილი, ჯამში 120 ლარის ოდენობით. ის სოციალურად დაუცველი პირის სტატუსით სარგებლობს და ამის გამო მისგან ჯარიმების ამოღება ვერ ხერხდება.
მძღოლი N3 2013-2017 წლებში 66-ჯერ არის დაჯარიმებული, რისთვისაც ჯამურად 93.0 ათასი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული, რაც არ გადაუხდია. ჯარიმები ძირითადად უკავშირდება ავტომობილის სისტემატურად მართვას იმ დროს, როდესაც მას შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment