ყველაფერი 2013 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც გიგი უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. ამავე წელს, ტერიტორია მშენებლობის უფლებით "ტიფლის დეველოპმენტმა" 2 700 000 დოლარად შეიძინა - გიგი უგულავას
გოგა ზაქაიძე "ტიფლის დეველოპმენტის" 50%-იანი წილის მფლობელია. 2014 წლის თებერვალში სამშენებლო პროცესის შესაჩერებლად,
- აბსოლუტურად გაუგებარია, სააპელაციო სასამართლო რა მტკიცებულებებსა თუ მოტივაციას დაეყრდნო, როდესაც ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სარჩელი დასაბუთებული გვქონდა - გიგი უგულავას გადაწყვეტილებაში რამდენიმე უკანონობა გამოიკვეთა. იმისთვის, რომ მერიას თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოეყენებინა და გამონაკლისი დაეშვა სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რამდენიმე საკანონმდებლო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათ შორის, მერიას უნდა დაესაბუთებინა, რატომაა აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელი.
ასეთი დასაბუთებული რაიმე ტიპის წერილობითი დოკუმენტაცია არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მერია თვითნებურად მოიქცა, როდესაც კერძო კომპანიას სასტუმროს მშენებლობის უფლება მისცა.
გიგი უგულავამ ასეთი ნებართვის გაცემით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სანამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდებოდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადგინდა, რომ 2013 წელს, მერიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ბათილად ცნო გიგი უგულავას მიერ გამოცემული აქტები და საქმე განსახილველად მერიას უკან დაუბრუნა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მოულოდნელი იყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ გიგი უგულავას გადაწყვეტილება კანონიერი იყო. ეს გადაწყვეტილება იმიტომაცაა ჩვენთვის მიუღებელი, რომ სააპელაციო სასამართლოში განხილვებს მერიის წარმომადგენელი არასოდეს დასწრებია, ანუ, სხდომაზე მერიას საკუთარი პოზიცია არც კი დაუცვია
bpn.ge
No comments:
Post a Comment