Pages

Tuesday, June 19, 2018

2018 წლის დასაწყისიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ჯამში კი ქვეყანას 1624 საწოლი ადგილი და 812 სასტუმრო ნომერი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისში გაიხსნა (ჯამში 505 ნომრით), შემდეგ მოდის კახეთი (სასტუმროს 155 ნომრით), მესამე ადგილზე კი სამცხე-ჯავახეთია (54 სასტუმროს ნომრით)საქართველოში ჯამში 2196 განთავსების ობიექტია. აქედან 827 სასტუმროა, 811 საოჯახო სასტუმრო, 398 სასტუმრო ტიპის სახლი, 160 კი სხვა ტიპის დაწესებულება. 
2018-2019 წლებში საქართველოში 219 სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ქვეყანას 12 748 სასტუმრო ნომერი უნდა დაემატოს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment