Pages

Tuesday, June 19, 2018

მეცნიერებმა ტატუს მთავარი საფრთხე დაასახელეს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კანის ზედაპირზე ნაჩხვლეტები მძიმე ანთებითი დაავადებების წყაროა. ამის შესახებ BMJ Case Reports-ი იუწყება. ამ კავშირის დამტკიცება 31 წლის შოტლანდიელი ქალის მაგალითზე მოხერხდა, რომელიც ტატუს გაკეთების შემდეგ მუხლებში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა.
მისი სამედიცინო მონაცემების შესწავლით გაირკვა, რომ ფილტვების გადანერგვის შემდეგ, ანტიბიოტიკებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მას იმუნიტეტი დაუქვეითა და ამან იმუნური სისტემის მექანიზმი ერთგვარად „გადართო“- ანტიბიოტიკების „დარტყმის“ შემდეგ  საღებავების ნაწილები კანქვეშ გავრცელდა და ქრონიკული ანთება გამოიწვია, რის გამოც მას ფეხებში სისუსტე და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები ჰქონდა.
ფიზიოთერაპიის სპეციალური კურსით და პრეპარატებით იმუნური სისტემის ნორმალურად მუშაობის აღდგენა მხოლოდ სამ წელიწადში მოხერხდა. თუმცა, მეცნიერების თქმით, ასეთი მკურნალობა მთავარ პრობლემას არ აგვარებს.
ამასთან, ისინი ადამიანებს, რომლებმაც მძიმე დაავადება გადაიტანეს, ტატუს გაკეთებისგან თავშეკავებას ურჩევენ. მათი თქმით, კანქვეშ მოხვედრილ საღებავს ლიმფური კვანძების პროვოცირება შეუძლია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment