Pages

Monday, June 25, 2018

„ჯეო ჰოსპიტალსი“ - წეროვანში მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 პირიდან ნაწილის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა


წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 8 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, 8 პაციენტიდან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის-საშუალო სიმძიმის. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. 
 


ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია. 

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
 
როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
ipn.ge

No comments:

Post a Comment