Pages

Wednesday, June 20, 2018

სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში

ვაგ­რძე­ლებთ ამ­ბებს დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ი­დან... ამ­ჯე­რად თბი­ლის­ში არ­სე­ბულ დაკ­რძალ­ვის წე­სებ­ზე, ტრა­დი­ცი­ებ­სა და აქვე სა­საფ­ლა­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რა­ზეც ცნო­ბებს გვაწ­ვდის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ძველ წყა­რო­ებ­ში კარ­გად არის მი­თი­თე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, თბი­ლი­სე­ლე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ იცავ­დნენ რე­ლი­გი­ურ წე­სებს. გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ხში­რად მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა დაკ­რძალ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და, პი­რი­ქით, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი მღვდლე­ბი – სომ­ხე­ბის დაკ­რძალ­ვა­ში, - გვე­უბ­ნე­ბა ეთ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.
დაკ­რძალ­ვის ტრა­დი­ცი­ე­ბი
1887 წლის პრე­სა­ში მო­თხრო­ბი­ლია, რომ რი­ყე­ში მა­ცხოვ­რებ­ლი მო­ლოკ­ნის გრი­გო­რი სმირ­ნო­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე 5000 კაცი ყო­ფი­ლა. ხალ­ხი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, სა­საფ­ლა­ო­ზე დარ­ჩე­ნი­ლა, ზურ­ნის ჰან­გებ­ზე, კა­ხუ­რი ღვი­ნით მისი შე­სან­დო­ბა­რი და­უ­ლე­ვი­ათ და საფ­ლავ­ზე ღვი­ნოც და­უს­ხამთ. ბა­ტო­ნი რო­ლან­დის თქმით, XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში თბი­ლის­ში დაკ­რძალ­ვი­სა და გლო­ვის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა, რუ­სე­თის გზით, ევ­რო­პუ­ლი დაკ­რძალ­ვის წე­სით შეც­ვლი­ლა - მიც­ვა­ლე­ბულს მე­სა­მე დღეს კრძა­ლავ­დნენ, ხან­და­ხან მე­ო­რე და მე­ო­თხე დღე­საც. მიც­ვა­ლე­ბულს თავ­თან ხორ­ბლით სავ­სე ჯამს, წყლი­ან ჭურ­ჭელს, ან­თე­ბულ სან­თელ­სა და კე­ლაპ­ტარს უდ­გამ­დნენ. ადა­მი­ა­ნის გა­რაც­ვა­ლე­ბი­დან ორი-სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ადა­მი­ა­ნი სი­ტყვი­ე­რად ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს ატყო­ბი­ნებ­და. გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში ყვე­ლა მომ­სვლე­ლი თა­ვის მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და: ქა­ლე­ბი მკერ­დში იცემ­დნენ მჯიღს და სა­ხეს იხოკ­დნენ. მამ­კა­ცე­ბი ქუდ­მოხ­დილ­ნი მწუ­ხა­რე­ბას ხმა­მაღ­ლა, ყვი­რი­ლით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. დაკ­რძალ­ვა­ზე სამ­ძიმ­რის სათ­ქმე­ლად მო­სულ­ნი შავი ფე­რის ტან­საც­მელს იც­ვამ­დნენ. დაკ­რძალ­ვის წინა დღეს მიც­ვა­ლე­ბულს პა­ნაშ­ვი­დის­თვის გან­ბან­დნენ და სა­სუ­და­რო ტან­საც­მელს ჩა­აც­ვამ­დნენ. ამის­თვის იყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რის­თვი­საც ამა­ში გარ­კვე­ლი გა­სამ­რჯე­ლოს იღებ­დნენ.მიც­ვლე­ბუ­ლის ჩა­სას­ვე­ნე­ბე­ლი ჭურ­ჭე­ლი წინა დღეს მოჰ­ქონ­დათ (XVIII სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭურ­ჭლით მხო­ლოდ დიდ თა­ვა­დებს კრძა­ლავ­დნენ. და­ნარ­ჩე­ნებს მის გა­რე­შე მარ­ხავ­დნენ. და­საფ­ლა­ვე­ბის წინა დღეს პა­ნაშ­ვი­დი იმარ­თე­ბო­და. მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ნაშ­ვიდ­ზე სი­მე­ბი­ან საკ­რა­ვებ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კა ის­მო­და, ვა­ჭარ-ხე­ლო­სან­თა სახ­ლებ­ში - დუ­დუ­კი­სა და სა­ზან­დრის ჰან­გებს აყო­ლი­ლი მე­დო­ლის სიმ­ღე­რა.ძვე­ლი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ფარ­თოდ ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ტი­რა­ლი ქა­ლე­ბის მოწ­ვე­ვის წესი. თუმ­ცა მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მიც­ვა­ლე­ბულს მოთ­ქმით თით­ქმის აღარ ტი­როდ­ნენ. XIX სა­უ­კუ­ნის მერე ნა­ხე­ვა­რი­დან ფარ­თოდ გავ­რცელ­და გა­ზე­თებ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ი­წყეს პა­ნაშ­ვიდ­ზე გვირ­გვი­ნის და ყვა­ვი­ლე­ბის მი­ტა­ნა. და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს ეკ­ლე­სი­ი­დან მღვდელს იწ­ვევ­დნენ. ჭი­რი­სუ­ფა­ლი ეკ­ლე­სი­ი­დან "დრო­შას" იწერ­და, რო­მე­ლიც დამ­კრძა­ლავ პრო­ცე­სი­ას წინ მი­უ­ძღო­და. დაკ­რძალ­ვა ქელე­ხით მთავ­დე­ბო­და, რო­მელ­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.
სა­საფ­ლა­ო­ე­ბი
თბი­ლის­ში ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლი იყო სა­საფ­ლა­ო­ე­ბი. 1864 წელს დე­და­ქა­ლაქ­ში 9 სა­საფ­ლაო ყო­ფი­ლა, რო­მელ­თა შო­რი­საც სამი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის, სამი - გრი­გო­რი­ა­ნე­ბის, თითო კა­თო­ლი­კე­ე­ბის, ლუ­თე­რა­ნე­ბი­სა და მუს­ლი­მე­ბის ყო­ფი­ლა. ქალ­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გამო, შემ­დეგ ყვე­ლა სა­საფ­ლაო და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში აღ­მოჩ­ნდა. XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ათწლე­ულ­ში თბი­ლის­ში, თურ­ქე­თი­დან ქურ­თი-იე­ზი­დე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ნავ­თლუღ­ში მათი სა­საფ­ლა­ოც გახ­სნი­ლა. იქვე არ­სე­ბობ­და ებ­რა­ელ­თა სა­საფ­ლა­ოც. ეტა­პობ­რი­ვად ქა­ლა­ქის ზრდამ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ზრდაც გა­მო­იწ­ვია. წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ად­რინ­დე­ლი "სა­გო­დე­ბე­ლი" ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც იო­ა­ნე სა­ბა­ნის­ძე თა­ვის ნა­მუ­შე­ვარ­ში ასა­ხე­ლებს... მერე კი სა­საფ­ლა­ო­ებს ეკ­ლე­სი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აწყობ­დნენ.
ქა­ლა­ქის 1735 წლის გეგ­მა­ზე ვა­ხუშ­ტის მტკვრის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს და­ტა­ნი­ლი აქვს სამი სა­საფ­ლაო: "სა­საფ­ლაო სო­მეხ­თა", რო­მე­ლიც ვან­ქის უბან­ში მდე­ბა­რე­ობ­და, ახ­ლან­დე­ლი ათო­ნე­ლის ქუ­ჩის ნა­წი­ლი მტკვრის ქუ­ჩამ­დე ეკა­ვა, "თა­თარ­თა საფ­ლა­ვი" მდე­ბა­რე­ობ­და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ად­გი­ლას, წავ­კი­სის წყლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. XX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის გეგ­მა­ზე, მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ახალ კუ­კი­ა­ზე, მა­ლაკ­ნე­ბის უბ­ნის­კენ გერ­მა­ნელ ლუ­თე­რან­თა სა­საფ­ლაო მდე­ბა­რე­ობ­და. მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ავ­ლა­ბარ­ში, XIX სა­უ­კუ­ნი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ქარ­თველ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლაო.
1907 წლის თბი­ლი­სის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ნავ­თლუღ­ში, ნავ­თლუ­ღის ხე­ვის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან, წმინ­და ბარ­ბა­რეს მახ­ლობ­ლად მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ორი, ებ­რა­ელ­თა, ლუ­თე­რან­თა, სომ­ხე­ბის, სა­ა­ვად­მყო­ფოს, ჰოს­პი­ტა­ლის სამ­ხედ­რო და მაჰ­მა­დი­ან­თა სა­საფ­ლა­ო­ე­ბი ყო­ფი­ლა - თი­თო­ე­უ­ლი კი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით გან­ლა­გე­ბუ­ლი.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment